Accentnews.ge
რუს პოლიტიკოსებს გაბრაზებული უკრაინელების მოსმენაც არ სურთ

რუს პოლიტიკოსებს გაბრაზებული უკრაინელების მოსმენაც არ სურთ

11/03/2022 08:20:24 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აღაშფოთა გადაწყვეტილებამ, „ფეისბუქსა“ და „ისტაგრამზე“ არ დაიბლოკოს უკრაინელების გაბრაზებული შეტყობინებები ოკუპანტებსა და ვლადიმირ პუტინზე.

პოლიტიკოსი მარკ ცუკერბერგის პლატფორმას შედეგებს დაჰპირდა,– წერს რუსული გამოცემა ТАСС.

ვოლოდინმა ცუკერბერგის გადაწყვეტილებას უწოდა "რუსების მიმართ სიძულვილის გაღვივება" და "ინფორმაციული ომი".

ვოლოდინი ამბობს, რომ აუცილებელია, მიმართოთ რუსეთის გენერალურ პროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის მოწოდების შესახებ ზომების მიღების მოთხოვნით.

„ეს არის ომი, რომელიც მიმართულია რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

კომპანია „მეტა“ ზოგიერთ ქვეყანაში Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს დროებით ნებას რთავს, გამოაქვეყნონ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებას მათი უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.

აგრესორების, მათ შორის ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს სიკვდილის სურვილი აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური გამოხატვის ფორმა რუსეთ-უკრაინის ომის დროს. იმავდროულად, მოდერატორები გააგრძელებენ ბლოკირებას პოსტებისა, რომლებშიც მომხმარებლები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებენ, მათ შორის რუსების წინააღმდეგ. პუტინის ან ლუკაშენკოს სიკვდილის შესახებ მოწოდებები დაიშვება, თუ ისინი არ შეიცავს ზუსტ მითითებას სამიზნის ადგილმდებარეობისა და მკვლელობის განხორციელების მეთოდზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S