Accentnews.ge
ევროპულმა საბჭომ უკრაინის ევროპული არჩევანი აღიარა და მოიწვია კომისია, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვასა და საქართველოს განაცხადების შესახებ

ევროპულმა საბჭომ უკრაინის ევროპული არჩევანი აღიარა და მოიწვია კომისია, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვასა და საქართველოს განაცხადების შესახებ

11/03/2022 07:28:06 პოლიტიკა

ევროპულმა საბჭომ უკრაინის ევროპული არჩევანი აღიარა და მოიწვია კომისია, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვასა და საქართველოს განაცხადების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

"ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებაში. 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა წარადგინა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განაცხადთან ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების შესაბამისად. თუმცა, მის [ევროკომისიის დასკვნის] დამტკიცებამდე, დაყოვნების გარეშე, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზისკენ სვლაში. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

ამასთან, საბჭომ მოიწვია კომისია, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადების შესახებ", – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერები შეხვედრა გუშინ ვერსალში გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S