
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
11/03/2022 06:52:29 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 543 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 198 ადამიანი, გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 873 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 859 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 014 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.83% ხოლო 7 დღის მანძილზე - 14.57%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 718 შემთხვევა,
- აჭარა - 56,
- იმერეთი - 228,
- ქვემო ქართლი - 78,
- შიდა ქართლი - 65,
- გურია - 77,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112,
- კახეთი - 109,
- მცხეთა-მთიანეთი - 44,
- სამცხე-ჯავახეთი - 23,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 722, აჭარაში - 135, იმერეთში - 340. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 494 პირი, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 64, იმერეთში - 97. 33 841 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.