Accentnews.ge
მედია  – ბოლო 24 საათში რუსული ძალები კიევს 5 კმ–ით მიუახლოვდნენ

მედია  – ბოლო 24 საათში რუსული ძალები კიევს 5 კმ–ით მიუახლოვდნენ

11/03/2022 06:15:09 მსოფლიო

ბოლო 24 საათში რუსეთის ძალები კიევს ხუთი კილომეტრით მიუახლოვდნენ, – იუწყება BBC აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, ახლა რუსეთის სამხედრო დაჯგუფება, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან უახლოვდება, კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრშია, ხოლო კოლონა, რომელიც ჩრდილო-აღმოსაველეთიდან მოძრაობს, დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია გაჩერებული.

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 775 რაკეტა გაისროლა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S