აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 13,6 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
11/03/2022 06:07:21 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 14 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აღნიშნული თანხიდან 6,5 მილიარდი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვისთვისაა განკუთვნილი, 4 მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს, დანარჩენი კი ქვეყნის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
“ჩვენ, უკრაინელებს მილიარდებს ვაძლევთ საკვების, მედიკამენტებისა და თავშესაფრისთვის, ასევე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილის მხარდაჭერისთვის, რომლებსაც უკრაინის დატოვება მოუწიათ. ასევე ისეთი იარაღის გადასაცემად, როგორიცაა, Javelin-ები და Stinger-ები”, - განაცხადა სენატის წარმომადგენელმა ჩაკ შუმერმა.


