
Украинская правда: კიევში უშიშროების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი მოკლეს
10/03/2022 22:25:51 ევროპა
კიევის დარნიცკოს რაიონში, ბლოკპოსტზე უკრაინის უშიშროების სამსახურის ყფილი მაღალჩინოსანი დიმიტრი დემიანენკო მოკლეს,– იუწყება "Украинская правда" ძალოვან უწყებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით და ვიდეოს აქვეყნებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, დემიანენკო საგუშაგოზე არ გაჩერდა და სპეცდანიშნულების პოლიციის პოლკის წევრების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლისას დემიანენკო დაიღუპა.