Accentnews.ge
ზელენსკი: „პუტინს ევროპის დაშლა ისევე სურს, როგორც უკრაინის და ამას აანონსებენ კიდეც“

ზელენსკი: „პუტინს ევროპის დაშლა ისევე სურს, როგორც უკრაინის და ამას აანონსებენ კიდეც“

10/03/2022 21:44:32 ევროპა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობენ, უკრაინა და ევროპის ქვეყნები დაანაწევრონ,– ამის შესახებ მან DIE ZEIT–სთან ინტერვიუში განაცხადა.

„გსმენიათ, რას ამბობდნენ მოსკოვში ბოლო წლების განმავლობაში? გსმენიათ ოდესმე, რომ ისინი პატივს სცემენ ევროპას, რომ ისინი აღიარებენ ევროპას, როგორც ძალას, რომელთანაც ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თანაბარ პირობებში და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე? სინამდვილეში, მათ ისევე სურთ ევროპის დაშლა, როგორც უკრაინის. ამას უკვე აანონსებენ.

მოუსმინეთ რას ამბობენ მათი პროპაგანდისტები.

ეკლესიებშიც კი იმართება ქადაგებები სხვა ქვეყნების დაპყრობის შესახებ. მოლდოვა, საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები, დარწმუნებული ვარ, პოლონეთსაც ემუქრება საფრთხე. ფაქტობრივად, მთელი კონტინენტი საფრთხის წინაშეა, სანამ რუსეთს აქვს სხვა სახელმწიფოზე შეტევის შესაძლებლობა“,– განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S