ჩავუშოღლუ: "პუტინი ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკების წინააღმდეგი არაა"
10/03/2022 21:35:39 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოლიმირ ზელენსკისთან პირისპირ საუბრის წინააღმდეგი არაა,– იუწყება CNN
„ამბობენ, რომ ზელენსკი მზად არის მსგავსი შეხვედრისთვის და პუტინი, პრინციპში, არ არის წინააღმდეგი. პუტინმა ეს იდეა პრეზიდენტ ერდოღანსაც აცნობა“,– განაცხადა ჩავუშოღლუმ უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასაწყისია:
„არავინ ელოდა, რომ სასწაულს ერთი შეხვედრიდან, მაგრამ მინისტრების დონეზე სეხვედრა, ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია“.
ზელენსკი რეგულარულად მოუწოდებს პუტინს პირდაპირ მოლაპარაკებებისკენ.


