
გენპროკურორი: „დააკავეს ხარკოვის მკვიდრი, რომელმაც მტერს 40 000–ად კრიტიკული ინფრასტრუქტურის კოორდინატები გადასცა“
10/03/2022 21:14:54 ევროპა
სამართალდამცავებმა დააკავეს ხარკოვის მკვიდრი, რომელმაც 40 000 გრივნის საფასურად რუსულ მხარეს ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტის ადგილმდებარეობის კოორდინატები გადასცა,– იუწყება უკრაინის გენპროკურორი.
„25 თებერვალს პირის ტელეფნზე განხორციელდა მისთვის უცნობის მხრიდან ზარი, რომელმაც თავი რუსეთის მოქალაქედ წარუდგინა და შესთავაზა ჯილდო 40 ათასი გრივნას ფარგლებში მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის: ელექტრონული ფორმით უნდა მოენიშნა ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდებარეობის კოორდინატები, კერძოდ, საცხობი "სალტოვსკი" და სამხედრო ობიექტი. პირმა მიიღო შეთავაზება და დაპირებული 40 000 საბანკო ბარათზე“.
მისივე ცნობით, 1 მარტს რუსულმა ძალებმა მიწოდებული კოორდინატების მიხედვით, ერთ-ერთ ობიექტზე საარტილერიო დარტყმები განახორციელეს.