Accentnews.ge
მაკრონი: "EU საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანების პროცედურას ვერ დაიწყებს"

მაკრონი: "EU საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანების პროცედურას ვერ დაიწყებს"

10/03/2022 20:55:38 ევროპა

საფრანეგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანების პროცედურას ვერ დაიწყებს და რომ ამ ვითარებაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არარეალურია,– ამის შესახებ მაკრონმა 10 მარტს ვერსალში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

“შეგვიძლია, გავხსნათ გაწევრიანების პროცედურა იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია? მე ასე არ ვფიქრობ”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ უსამართლობა იქნებოდა კარის დაკეტვა და თქმა „არასოდეს“.

ამასთან, მაკრონის თქმით, სურს “ძლიერი სიგნალის” გაგზავნა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანაზე ცოტა ხნის წინ განაცხადები დაწერეს.

უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. 3 მარტს ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

7 მარტს ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S