Accentnews.ge
„რუსული თავდასხმით გამოწვეულმა ზარალმა $100 მილიარდს მიაღწია“ - ზელენსკის მრჩეველი

„რუსული თავდასხმით გამოწვეულმა ზარალმა $100 მილიარდს მიაღწია“ - ზელენსკის მრჩეველი

10/03/2022 18:33:52 ევროპა

ომის მე-15 დღეს უკრაინამ რუსეთის თავდასხმისგან უკვე განიცადა მინიმუმ 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი,– ამობს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკური მრჩევლი ოლეგ უსტენკო.

„რუსული ჯარების შემოჭრის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა, შენობები და სხვა მატერიალური ფასეულობები, რომელთა ღირებულება სულ მცირე 100 მილიარდი აშშ დოლარია“.

ამასთან, როგორც იუწყებიან, ომმა უკრაინული საწარმოების 50%-ის გათიშვა განაპირობა, ხოლო მეორე ნახევარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს.

უკრაინაში ამოქმედდა ვებ–გვერდი „რუსეთი გადაიხდის“, რომელიც აგროვებს მონაცემებს საოკუპაციო ძალების მიერ განადგურებული ობიექტების შესახებ. იგეგმება ამ მონაცემების საერთაშორისო სასამართლოებში მტკიცებულებების სახით გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ კომპენსაციისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S