Accentnews.ge
რუსი ოლიგარქი ქვეყანას 1917 წელში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს

რუსი ოლიგარქი ქვეყანას 1917 წელში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს

10/03/2022 18:10:12 მსოფლიო

უცხოური კომპანიების საწარმოების კონფისკაცია, რომელთაც რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადეს, ქვეყანას 1917 წელში დააბრუნებს, – ამბობს რუსეთის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი ვლადიმირ პოტანინი.

საკუთარი მოსაზრება რუსმა ოლიგარქმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა, რომელსაც თავად მართავს.

პოტანინი გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთი მსგავსი ქმედების შემთხვევაში ინვესტორების მხრიდან გლობალურ უნდობლობას წააწყდება:

„აქტივების კონფისკაცია რუსეთს 100 წლით უკან დახევას და დააბრუნებს 1917 წელში“,– ამბობს ბიზნესმენი და დასძენს, რომ ბევრმა კომპანიამ გასვლის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, „ემოციურ ფონზე“ და „უპრეცედენტო ზეწოლის“ ქვეშ მიიღო: „დიდი ალბათობით, ისინი დაბრუნდებიან და ღირს ამ შესაძლებლობის შენარჩუნება მათთვის“.

„ნაციონალიზაცია, ანუ საწარმოების შესყიდვა და მათი გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში, ჩვეულებრივ გამოიყენება მთელი ინდუსტრიების რესტრუქტურიზაციისთვის, ხშირად შემდგომი პრივატიზაციით. ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რამდენად მიზანშეწონილია დღეს უცხოური კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაზე საუბარი“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისი აზრით, დასავლეთის სანქციებზე რეაქცია „პრაგმატული უნდა იყოს, რათა საპასუხო ზომებმა სირთულეები რუსეთის ეკონომიკისთვის არ შექმნას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S