
შოლცი: „მნიშვნელოვანია ევროპის ერთიანობის დემონსტრირება“
10/03/2022 17:35:18 ევროპა
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ევროპა ერთიანია და ევროკავშირი ერთიანად უმკლავდება გამოწვევას.
როგორც მან პარიზში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა, ლიდერების წინაშეა ძალიან მნიშვნელოვანი დავალება, რომ საომარი მოქმედებები დამთავრდეს.
„ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივის გამოკვეთა. ჩემს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ინტენსიურად ვესაუბრები სხვებსაც, ყოველთვის კონტაქტზე ვარ პრეზიდენტ ზელენსკისთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე რუსეთის პრეზიდენტთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ევროპა ერთიანია და ევროკავშირი ერთიანად უმკლავდება საკითხს. ამ ერთიანობასა და სოლიდარობას, რაც ბოლო კვირებში ვაჩვენეთ, თითქოს არავინ ელოდა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივისთვის. სანქციების შემუშავება ამ ერთობის გარეშე შეუძლებელია. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ერთობა შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობას, ევროპაში პერსპექტივა აქვს“, – განაცხადა შოლცმა.