Accentnews.ge
Western Union რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

Western Union რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

10/03/2022 16:01:25 მსოფლიო

ფულადი გადარიცხვების სერვისი Western Union რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს.

კომპანია გმობს გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში და იზიარებს მსოფლიოს მწუხარებას ტრაგედიისა და ჰუმანიტარული კატასტროფის გამო.

“საბოლოოდ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ტრაგიკული შედეგების ფონზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთსა და ბელორუსში ჩვენი ოპერაციების შეჩერების შესახებ.

ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობას და გამოვთქვამთ დიპლომატიური და მშვიდობიანი გადაწყვეტის გულწრფელ იმედს.

ამავდროულად, ჩვენს პრიორიტეტებად რჩება ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ისევე როგორც მხარდაჭერა უკრაინის ხალხისა, მათ შორის, ლტოლვილების მზარდი რაოდენობისა, რომლებიც უსაფრთხოებას ეძიებენ”, — ვკითხულობთ Western Union-ის განცხადებაში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები მას სანქციებს უწესებეს. რუსეთის ბაზარი ათობით უცხოურმა დიდმა კომპანიამ დატოვა. მათ შორისაა ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S