ორმა ჩინურმა კომპანიამ რუსეთს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე უარი უთხრა
10/03/2022 15:57:54 მსოფლიო
ჩინეთმა უარი თქვა, რუსულ ავიახაზებს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები მიაწოდოს. ამის შესახებ როსავიაციაში მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა უარი მიიღო Boeing-ის და Airbus-ისგან.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის საავიაციო სექტორი დასავლეთმა დაასანქცირა.
როსავიაციის წარმომადგენელი ვალერი კუდინოვი ამბობს, რომ თვითმფრინავის ნაწილებისთვის რუსეთი სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს თურქეთსა და ინდოეთში.


