Accentnews.ge
უკრაინის ომბუდსმენი: "უკრაინაში 71 ბავშვი დაიღუპა"

უკრაინის ომბუდსმენი: "უკრაინაში 71 ბავშვი დაიღუპა"

10/03/2022 15:47:37 ევროპა

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაშავდა 100-ზე მეტი და დაიღუპა 71 ბავშვი.

ჟიტომორის ოლქის ქალაქ მალინში საჰაერო თავდასხმის შედეგად 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 3 ბავშვი: 5 წლის გოგო და 2021 წელს დაბადებული ორი მცირეწლოვანი.

ხარკოვის ოლქში, სოფელ ჟუკოვსკის ბაზრობაზე თავდასხმისას დაიღუპა 16 წლის მოზარდი.

ასევე ხარკოვის ოლქში, იზიუმსკის რაიონის სოფელ სლობოჟანსკოიეში დაბომბვის შედეგად, ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რასაც 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კიევის ოლქში, ირპენში 10 წლის გოგო დაიჭრა. ის ამ დრომდე კლინიკაში, მძიმე მდგომარობაშია.

“უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების ქმედებებისთვის, ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა დიდ ფასს იხდის – საკუთარი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. დაჟინებით მოვითხოვ, ნატოს ქვეყნებო, დაეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებას – დახურეთ ცა უკრაინის თავზე”, – თქვა ომბუდსმენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S