Accentnews.ge
ბელარუსიდან განხორციელებულ დაბომბვას ბელარუსის 2 მოქალაქე ემსხვერპლა

ბელარუსიდან განხორციელებულ დაბომბვას ბელარუსის 2 მოქალაქე ემსხვერპლა

10/03/2022 15:02:15 ევროპა

9-10 მარტის ღამეს კოროსტენის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბელარუსის მოქალაქეა,– იუწყება ქალაქის მერი ვლადიმერ მოსკალენკო.

მერი ყვება, რომ 00:00 საათზე დაიწყო დაბომბვა და ბაზრის ტერიტორიაზე ყველა შენობა განადგურდა:

„ბელარუსებმა, რომლებიც აქ მანქანებით იდგნენ, გასამგზავრებლად დრო ითხოვეს. მათ არ იცოდნენ, რომ ბელარუსის აეროდრომიდან აფრენილი რუსული თვითფმრინავები დაბომბავდნენ ქალაქს“.

მერი ამბობს, რომ მოსახლეობის 60-70%-მა უკვე დატოვა კოროსტენი, მაგრამ არის სპეციალისტების მეტ–ნაკლები დეფიციტი ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

9 მარტს კოროსტენსა და საფრანგეთის ქალაქ ბურჟს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც საჭირო დახმარებას გაუწევს და მიიღებს ქალებსა და ბავშვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S