
უკრაინის გამოძიების ბიურომ თანამდებობის პირებსა და სამართალდამცავებს შორის სახელმწიფო ღალატში 40-მდე პირი ამხილა
10/03/2022 14:39:20 ევროპა
უკრაინის საგამოძიებო სამსახური ამჟამად უკრაინელი თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავების მხრიდან აგრესორის დახმარების 38 საქმეს იძიებს,– იუწყება უკრაინის გამოძიების ეროვნული ბიურო.
როგორც განიმარტა, სისხლის სამართლის საქმეები სახელმწიფოს ღალატის მუხლითაა აღძრული.
„სხვა საკითხებთან ერთად, გამომძიებლებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე პოლიციელის წინააღმდეგ მარიუპოლში. მათ სახელმწიფო ღალატი ჩაიდინეს საომარი მდგომარეობის პირობებში – მტრის მხარეს გადავიდნენ“.
სამართალდამცავი ორგანოები ასევე ადგენენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს და ხელს უწყობენ რუსეთის აგრესიას. კერძოდ, კრამატორსკში დააკავეს ერთი თანამშრომელი. მსგავსი ქმედებები ფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც“.
უწყება აღნიშნავს, რომ „დაფიქსირდა მხოლოდ იზოლირებული შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავები გადავიდნენ ოკუპანტების მხარეს.
აბსოლუტური უმრავლესობა არ ღალატობს უკრაინელ ხალხს და გმირულად აგრძელებს სამშობლოს დაცვას. მოღალატეების გამოვლენა ხდება პროკურატურასთან და სხვა სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ყველა მოღალატე პასუხს აგებს“.
დღესვე უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა იმ პირთა სია, რომლებიც უწყების ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში მონაწილეობენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციებში.