პოლონეთი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესოს
10/03/2022 14:33:49 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის შენობაზე რუსეთის თადასხმას "ბარბაროსობისა და გენოციდის აქტი" უწოდა და დასავლეთს მოუწოდა, მოსკოვს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესოს. ამის შესახებ მან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ვარშავაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისგან.
"ჩვენ უნდა გადავარჩინოთ უკრაინა. უკრაინას დახმარება სჭირდება და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ამ მხრივ", – განაცხადა მან.
რაც შეეხება აშშ–ის უარს, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთი მზადაა, "MiG-29" ტიპის გამანადგურებლები უკრაინას ნატო–ს ეგიდით გადასცეს.
ამასთან, მან განაცხადა, რომ პოლონეთმა ამ დროისთვის 1,5მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო:
"არც ერთი ლტოლვილი არ არის განთავსებული ბანაკში. ყველა ოჯახებშია განაწილებული".


