Accentnews.ge
„რცხვენიათ“ – გერაშენკო ამბობს, რომ უკრაინაში ასობით პირმა ოფიციალურად თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე

„რცხვენიათ“ – გერაშენკო ამბობს, რომ უკრაინაში ასობით პირმა ოფიციალურად თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე

10/03/2022 14:18:37 ევროპა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინაში მცხოვრებმა 300–ზე მეტმა პირმა განაცხადა, რომ სურთ, უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე,– ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო უკრაინის მიგრაციის სამსახურის უფროსს ნატალია ნაუმენკოზე დაყრდნობით იუწყება:

"24 თებერვლიდან მიგრაციის სამსახურმა 300-ზე მეტი განცხადება მიიღო უკრაინაში მცხოვრები რუსებისგან, რომლებსაც სურთ, უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე. მათ რცხვენიათ და წუხან იმის გამო, თუ რად იქცა რუსეთი", - წერს გერაშენკო.

მისი თქმით, ყველა განცხადება სათანადო შემოწმების შემდეგ დაკმაყოფილდება და დასძინა: „ზოგადად კი ვფიქრობ, რომ უკრაინამ უნდა მისცეს თავშესაფარი და მოქალაქეობა ყველა იმ რუსს, რომელთაც საჯაროდ დაგმეს პუტინის ფაშისტური რეჟიმი და სურთ იცხოვრონ, დაიცვან და დაეხმარონ უკრაინას ყველა გზით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S