Accentnews.ge
ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემას დროებით წყვეტს

ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემას დროებით წყვეტს

10/03/2022 13:12:44 ევროპა

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზნების გაცემა დროებით შეწყვიტა.

შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა–მარია ლიმეტსმა გააკეთა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება დროებითია, ვიდრე არ შეწყდება ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

„ახლა ტექნიკური თვალსაზრისითაც შეუძლებელია სახელმწიფო მოვალეობის აღსრულება: ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია ახალი მოთხოვნების დამუშავება. საუბარია ვიზებზე განაცხადების მიღებაზე რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა წარმომადგენლობაში, საკონსულოში და სერვის პუნქტში“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ გამონაკლისი წესი გავრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ესტონეთში ნათესავები ჰყავთ, ან სამკურნალო მიზნებისთვის სურთ გამგზავრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S