ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 9 თეთრით გამყარდა
10/03/2022 13:14:28 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.3189 ლარი ეღირება, ევრო – 3.6607 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3644 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.4019 ლარი ღირდა, ევრო – 3.7360 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.4806 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


