Accentnews.ge
"მე-2 ბატალიონის ნახევარი დაინგრა, პოლკის მეთაური დაიღუპა" – რუსი სამხედრო თანამებრძოლთან ჩივის

"მე-2 ბატალიონის ნახევარი დაინგრა, პოლკის მეთაური დაიღუპა" – რუსი სამხედრო თანამებრძოლთან ჩივის

10/03/2022 13:00:11 ევროპა

უშიშროების სამსახურმა რუსი სამხედროს თანამებრძოლთან შემდგარი სატელეფონო საუბარი გადაიჭირა, რომელშიც ის ნიკოლაევში თავისი ქვედანაყოფის დანაკარგებზე საუბრობს,– იუწყება უშიშროების სამსახური.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსული სამხედრო ნაწილი ახლა ნიკოლაევის აეროპორტშია განლაგებული და ჩართულია ქალაქზე თავდასხმაში. საუბარში რუსი ჯარისკაცი დაღუპულთა გვარებს ასახელებს:

"სტავროპოლელებს სასტიკად დაარტყეს. სადაზვერვო ჯგუფი განადგურდა... მე-2 ბატალიონის ნახევარი საერთოდ დაინგრა და პოლკის მეთაური გარდაიცვალა...აქ საშინელებაა. თითქოს დასასრული დადგა – ბიჭი გადმოვიდა მოსაწევად ტანკიდან, წამიერად მოდუნდა და ტყვია მოხვდა შუბლში".

როგორც იუწყებიან, ნიკოლაევთან სეტაკებების ახალ ფაზას ელიან.

კიდევ ერთ მსგავს ჩანაწერში სამედრო მეგობრის ოჯახში რეკავს:

„თუ ვინმემ საზღვარი გადაკვეთა, ყველას მაშინვე შეგძლია, „ღამე მშვიდობისა“ უსურვო. ჩვენთან 2–3 კაცია მკვდარი, სხვა ბატალიანში – 3, 13 მებრძოლი მძიმე მდგომარეობაშია. ერთს ფეხი კინაღამ მოაგლიჯა, მინდორზე მოკვეთეს ბოლომდე, ცოტას მკურნალობენ და შინ უშვებენ“.

ამასთან, ამბობს, რომ ხელისულება მათ დღეში 52 დოლარის გადახდას პირდება:

„მაგრამ ეს ამად არ ღირს. სახლში მინდა. ერთი ბიჭი გაიქცა და მოკლეს. ყველაფერი გამოვართვი“.

ცნობისთვის: გამომძიებელ ჟურნალისტთა ცნობით, რუსი სამხედროების კომუნიკაცია არაა დაცული, საუბრობენ რა ღია ხაზით, შესაბამისად, მათ გადაჭერას ადვილად ახერხებენ უკრაინელები. გარდა ამისა, უკრაინელები აშშ–ის დახმარებით გაუმჯობესებული აპარატურით ახერხებენ მაღალი რაგის თანამდებობის პირთა და უფრო დაცული არხებით წარმოებული კონმუნიკაციისთვის თვალყურის დევნებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S