
აშშ-ში ვიზიტით ჩასული ქუვეითის ლიდერი საავადმყოფოში გადაიყვანეს
09/09/2019 05:29:04 სხვა, მსოფლიო
აშშ-ში ვიზიტით ჩასული ქუვეითის 90 წლის მმართველი ემირი შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-საბაჰი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ემირს გამოკვლევები უტარდება.
ემირი აშშ-ის პრეზიდენტს 12 სექტემბერს უნდა შეხვედროდა, თუმცა მომხდარის გამო, ვიზიტი მოგვიანებით გაიმართება.
შეიხი საბაჰ ალ-აჰმადი ალ-საბაჰი ქუვეითს 2006 წლიდან მართავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ქუვეითის ლიდერს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და უახლოეს მომავალში შეხვედრის იმედი გამოთქვა.