Accentnews.ge
მაკრონი და შოლცი პუტინს ესაუბრნენ

მაკრონი და შოლცი პუტინს ესაუბრნენ

10/03/2022 12:41:34 ევროპა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ,– ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით N-TV იუწყება.

ევროპელმა ლიდერებმა პუტინისგან უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს.

მათ დაჟინებით მოითხოვეს, რომ კრიზისის ნებისმიერი გადაწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის რეჟიმში უნდა მიიღწეს.

წყარომ აღნიშნა, რომ „სამი სახელმწიფოს მეთაურებს სურთ, ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი დარჩეს უახლოესი დღეების განმავლობაში“.

თავის მხრივ კრემლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლიდერებმა „უკრაინის თემაზე საუბარი გააგრძელეს“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

10 მარტს ანტალიაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოებს თავს არ ესხმის, ამიტომ დასავლეთის ქვეყნებს არ უნდა ეშინოდეთ.

ინფორმაციისთვის: ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მზარდი იყო რა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების უპრეცედენტო თავმოყრის გამო, კრემლი ირწმუნებოდა, რომ ომი არ სურდა და არც გეგმავდა, თუმცა უკვე მე–15 დღეა, რუსული ძალები უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებენ, ბომბავენ ქალაქებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, ფიქსირდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც, ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, შექმნეს რადიაციული საფრთხე. რუსულ აგრესიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ლტოლვილად იქცა, ჰუმანიტარული კრიზისია რამდენიმე დასახლებაში, რომლებიც რუსულ ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული.

თუ საწყის ეტაპზე კრემლი ირწმუნებოდა, რომ უკრაინა თავად ბომბავდა საკუთარ თავს, ამჟამად მსოფლიო მასმედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებში, რომელთა ნანგრევებიდანაც დაბომბვის შემდეგ ცხედრები და დაშავებულები ამოჰყავთ, „ნაციონალისტები“ არიან შესახლებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S