
მესტიისა და ხულოს შემდეგ "ალტ-ინფოს" ოფისი შუახევშიც დაახურინეს
10/03/2022 12:41:52 საზოგადოება
პრორუსულ "ალტ-ინფოს" შუახევში ოფისი დაახურინეს. ოფისიდან ახლა ბანერებს ხსნიან.
8 მარტს მათ ოფისი დაატოვებინეს ხულოში, რამდენიმე დღის წინ კი - მესტიაში.
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, "ალტ-ინფო" ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და რუსეთისადმი ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას".