Accentnews.ge
ზელენსკის თქმით, ომის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა კრემლის პროპაგანდისტებსაც დაეკისრებათ

ზელენსკის თქმით, ომის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა კრემლის პროპაგანდისტებსაც დაეკისრებათ

10/03/2022 12:09:37 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დანაშაულზე პასუხს გარდა რუსეთის ხელისუფლებისა, კრემლის პროპაგანდისტებიც აგებენ პასუხს. ამის შესახებ მან 10 მარტს ისაუბრა.

„ღამით გაჩნდა ინფორმაცია მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შესახებ. იცით, რუსულ ტელევიზიაში გაახსენდათ ეს თემა, მაგრამ მათ სიმართლე არ თქვეს: რუსებს უთხრეს, რომ თითქოს საავადმყოფოში არც ერთი პაციენტი იყო და რომ ვითომ იქ „ნაციონალისტები“ დასახლდნენ. ისინი თავდაჯერებულად იტყუებოდნენ, ოგორც ყოველთვის! თქვენ ისევე აგებთ პასუხს, როგორც ისინი, რომელთა ბრძანებითაც მშვიდობიანი მოსახლეობის თავზე ბომბის ჩამოყარეს. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტების, მათთან დაკავშირებული პირების ქონებას და ყველაფერს გავაკეთებთ ჩამორთმევისთვის. გიყვართ მდიდრული ცხოვრება აყვავებულ ქვეყნებში? აღარ გექნება და ეს მხოლოდ დასაწყისია! თქვენ დაისჯებით ომის დანაშაულებში მონაწილეობისთვის.

შესაძლებლობები სულ უფრო მცირდება. ომი არასოდეს არის იზოლირებული. ის ყოველთვის ურტყამს მსხვერპლსაც და აგრესორსაც. აგრესორი ამას მოგვიანებით ხვდება. მაგრამ ის ყოველთვის იტანჯება",– განაცხადა ზელენსკიმ.

9 მარტს რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბეს. თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 17 პირი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვისას შენობაში მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყო და ეს ადგილი აზოვის ბატალიონის მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული.

“ჩვენ ამაზე 7 მარტიდან ვსაუბრობთ უსაფრთხოების საბჭოზე, რომ ამ სამშობიარო სახლში დიდი ხანია აღარ არიან ქალები, ბავშვები და მომსახურე პერსონალი. ეს ადგილი აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა დაიკავეს, რადიკალებთან ერთად და იქ მოაწყვეს საყრდენი პუნქტი. ასე შვრებიან მთელ უკრაინაში – დასახლებულ კვარტლებს იყენებენ ცოცხალ ფარებად, ათავსებენ იქ ტექნიკას თავდასხმისთვის და იქიდან ესვრიან რუსულ ჯარებს”, – თქვა ლავროვმა ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ლავროვის თქმით, მომხდარი დასავლურ მედიაში “ძალიან ემოციურად” შუქდება და მეორე მხარის პოზიცია არ განიხილება.

ინფორმაციისთვის: კრემლის რიგი პროპაგანდისტები უკვე მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S