Accentnews.ge
ერმაკი – უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე: „იქნება დოკუმენტი, რომელიც უკრაინას საუკუნეების განმავლობაში დაიცავს“

ერმაკი – უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე: „იქნება დოკუმენტი, რომელიც უკრაინას საუკუნეების განმავლობაში დაიცავს“

10/03/2022 11:47:21 ევროპა

უკრაინა შეეცდება, მიაღწიოს რეალურ, იურიდიულ, მყარ გარანტიებს, რომელთაც მსოფლიოს ქვეყნები ააშენებენ,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

"რაც შეეხება არაბლოკურობას, მოდით, რეალობას შევხედოთ: ჩვენ დღეს არც ერთ ბლოკში არ ვართ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დღეს ვისაუბროთ არა ამაზე, არამედ იმაზე, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემა არ მუშაობს. ომის დაწყების შემდეგ ეს ნათელია. მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემა არ მუშაობს...ის უნდა აშენდეს ნულიდან.

ცხადია, ჩვენ უპირველესად ვართ დაინტერესებულნი მსოფლიოს უსაფრთხოების ამ სისტემის მშენებლობით, რომლითაც უკრაინას ექნება კონკრეტული, რეალური, იურიდიულად გამყარებული გარანტიები.

ჩვენ გვაქვს ბუდაპეშტის ტრაგიკული გამოცდილება, გადახდილი ჩვენი ხალხის სისხლით. ასე რომ, დღეს ჩვენ არ დავთანხმდებით რაიმე საუბარს. ჩვენ მხოლოდ ვისაუბრებთ უკრაინის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე, ჭეშმარიტად მრავალვექტორულზე, მრავალი ქვეყნის მონაწილეობით“,– განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი ყოველდღიურად 10–მდე სატელეფონო საუბარს ახორციელებს, რიგ ლიდერებთან კი დღეში რამდენჯერმე საუბრობს. თავად პრეზიდენტის ოფისი ესაუბრება აშშ–ის პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და სხვა პრეზიდენტების მრჩევლებს.

ერმაკის თქმით, ამ მოლაპარაკებებში შენდება ურთიერთობები, რომელიც ომამდე არ იყო:

„არსებული მოდელებიდან შეირჩევა საუკეთესო, რაც მოგვცემს უსაფრთხოების სრულ გარანტიას. გჯეროდეთ, რომ დღეს, მძიმე ვითარების მიუხედავად, საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს იქნება ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვწერთ. თუ ის გამოჩნდება, საუკუნეების განმავლობაში უნდა დაიცვას უკრაინა“.

რუსეთის ერთ–ერთი ულტიმატუმი უკრაინაში ომის წარმოების ფონზე ნატო–ზე უარის თქმაა. საპასუხოდ კიევმა განაცხადა, რომ ვინაიდან ნატო უმრაკის მისაღებად მზად არაა, კიევს სჭირდება უსაფრთხოების მყარი გარანტიები და მზადაა საკითხზე დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S