Accentnews.ge
"ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას" – ზალკალიანი მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვაზე

"ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას" – ზალკალიანი მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვაზე

10/03/2022 11:18:31 ევროპა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მარიუპოლში საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება, რომლის დროსაც ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებებიხ დაინგრა და მომხდარს ბარბასობად აფასებს.

„არაფერია იმაზე გამანადგურებელი, ვიდრე იმის მოსმენა, თუ რა ბარბაროსული გზით დაიბომბა გუშინ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე. ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. შეწყდეს რუსული აგრესია“, – დაწერა ზალკალიანმა "ტვიტერზე".

9 მარტს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბეს. თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 17 პირი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვისას შენობაში მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყო და ეს ადგილი აზოვის ბატალიონის მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული.

“ჩვენ ამაზე 7 მარტიდან ვსაუბრობთ უსაფრთხოების საბჭოზე, რომ ამ სამშობიარო სახლში დიდი ხანია აღარ არიან ქალები, ბავშვები და მომსახურე პერსონალი. ეს ადგილი აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა დაიკავეს, რადიკალებთან ერთად და იქ მოაწყვეს საყრდენი პუნქტი. ასე შვრებიან მთელ უკრაინაში – დასახლებულ კვარტლებს იყენებენ ცოცხალ ფარებად, ათავსებენ იქ ტექნიკას თავდასხმისთვის და იქიდან ესვრიან რუსულ ჯარებს”, – თქვა ლავროვმა ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ლავროვის თქმით, მომხდარი დასავლურ მედიაში “ძალიან ემოციურად” შუქდება და მეორე მხარის პოზიცია არ განიხილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S