Accentnews.ge
ლავროვმა მარიუპოლში დაბომბილ სამშობიარო სახლს რადიკალების ბაზა უწოდა

ლავროვმა მარიუპოლში დაბომბილ სამშობიარო სახლს რადიკალების ბაზა უწოდა

10/03/2022 11:24:18 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაბომბილ სამშობიარო სახლს უკრაინული ბატალიონი „აზოვი“ იყენებდა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ლავროვმა თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ჯერ კიდევ სამი დღის წინ მიაწოდეს „ფაქტები“ მარიუპოლის სამშობიარო სახლის შესახებ.

„ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია მიტაცებულია ბატალიონ აზოვის და სხვა რადიკალების მიერ. იქიდან გამოყარეს ყველა მელოგინე, ყველა მედდა და მთლიანად მომსახურე პერსონალი. ეს იყო ულტრარადიკალური ბატალიონის, აზოვის ბაზა", - განაცხადა ლავროვმა.

რუსმა სამხედროებმა 9 მარტს დაბომბეს ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიარო სახლის შენობა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი და 17 დაიჭრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S