Accentnews.ge
"მოსკოვს არ სურს მილიტარიზებული უკრაინა, არამედ სურს, იგი მეგობრულად იხილოს, რუსული ენისა და კულტურის აკრძალვის გარეშე"

"მოსკოვს არ სურს მილიტარიზებული უკრაინა, არამედ სურს, იგი მეგობრულად იხილოს, რუსული ენისა და კულტურის აკრძალვის გარეშე"

10/03/2022 11:13:31 მსოფლიო

"მოსკოვს არ სურს მილიტარიზებული უკრაინა, არამედ სურს, იხილოს იგი მეგობრულად, რუსული ენის, კულტურის, ეკლესიის აკრძალვისა და მორიგი ნაცისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფრთხის გარეშე" - განაცხადა ანტალიაში მყოფმა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა.

მან დააზუსტა, რომ რუსეთს სურს ნეიტრალური უკრაინა, მაგრამ მისი მილიტარიზაცია არც ნატო-ს გარეთ დარჩენის შემთხვევაში აწყობს.

"ნატო-ში თუ ნატო-ს გარეთ - ჩვენ უკრაინის მილიტარიზაციას ვერ შევეგუებით, რადგან ალიანსს შეუძლია, უკრაინას ისედაც მიაწოდოს სისტემები, რომლებსაც რუსეთის ტერიტორია მიზანში ექნებათ ამოღებული", - აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, "რუსეთი სულაც არ ისწრაფვის, უკრაინა დაუცველი იყოს - პირიქით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, მაგრამ მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების დაცულობის უზრუნველყოფასთან ერთად".

ამ კონტექსტში ლავროვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ის, რომ როგორც ჩანს, კიევში ამის აღქმა ჩნდება, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S