Accentnews.ge
ლუკაშენკო ატომური ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით ჩერნობილში ბელარუს სპეციალისტებს აგზავნის

ლუკაშენკო ატომური ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით ჩერნობილში ბელარუს სპეციალისტებს აგზავნის

10/03/2022 10:04:49 მსოფლიო

მინსკი ატომური ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით ჩერნობილში ბელარუს სპეციალისტებს აგზავნის. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„ენერგეტიკის მინისტრს დაევალა ამ სამუშაოების ორგანიზება, რათა სასწრაფოდ მიეწოდებინათ იქ ელექტროენერგია. ჩვენ გვაქვს საბჭოთა დროინდელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახლა დაზიანებულია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის: 9 მარტს უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ "ენერგოატომმა" განაცხადა, რომ ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უწყების ცნობით, ელექტროგადამცემი ხაზები სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა და კიევის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლების გამო მათი შეკეთება შეუძლებელია.

"ელექტრომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენებს, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს, რათა არ მოხდეს რადიაციის გაჟონვა და საფრთხე არ შეექმნას უკრაინას, რუსეთს, ბელარუსსა და ევროპას. ელექტროსადგურს მოეპოვება დიზელის გენერატორები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს დენით მომარაგებას, რის შემდეგაც გამაგრილებელი სისტემა გაჩერდება და რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი გახდება“, – აცხადებდა უწყება.

მოგვიანებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ ელექტრომომარაგების გარეშეც კი, "უკვე დახარჯული ბირთვული საწვავი არ გაცხელდება იმ დონეზე, რომ ავარია გამოიწვიოს".

8 მარტს უკრაინამ IAEA–ს აცნობა, რომ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვისთვის აუცილებელია ტექნიკური პერსონალის და დაცვის სამსახურის დაახლოებით 210 თანამშრომლის როტაცია. ისინი 24 თებერვლის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობენ და უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე.

აღნიშნულის შემდეგ სააგენტომ ატომურ ელექტროსადგურზე „ეფექტური კონტროლის" მქონე ძალებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განეხორციელებინათ პერსონალის უსაფრთხო როტაცია. რუსმა სამხედროებმა ელექტროსადგურზე კონტროლი უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს – 24 თებერვალს დაამყარეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S