ბრიტანეთმა სანქციები რომან აბრამოვიჩსაც დაუწესა
10/03/2022 10:00:19 მსოფლიო
ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩს.
რუსი მილიარდერი ერთ-ერთია იმ 7 რუსი ოლიგარქისგან, ვისი აქტივებიც დიდ ბრიტანეთში გაიყინა.
დიდი ბრიტანეთის გამოქვეყნებულ სიაში აბრამოვიჩი აღწერილია, როგორც კრემლის მხარდამჭერი ოლიგარქი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
დიდი ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები 200-ზე მეტ ადამიანსა და 65 ორგანიზაციას დაუწესა. მათ შორის, როგორც ხელისუფლების წევრები ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანები არიან.


