Accentnews.ge
რუსეთში პუტინის ომის გასამართლებლად ახალი ბრალდების ფორმულირება მოახდინეს

რუსეთში პუტინის ომის გასამართლებლად ახალი ბრალდების ფორმულირება მოახდინეს

10/03/2022 09:08:17 ევროპა

ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ კრემლის პროპაგანდამ ახალი ბრალდების ფორმულირება მოახდინა. კერძოდ, მას შემდეგ რაც უკრაინას ნაციზმში დასდო ბრალი, თუმცა რეალურად თავად სჩადის ამჟამად ომის დანაშაულს, ბომბავს რა დასახლებულ პუნქტებს, ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას, რაც არაერთი კადრით დასტურდება და ჯამში ჩადენილი დანაშაულები შესაძლოა, გენოციდთანაც იქნას გათანაბრებული, ამჟამად ირწმუნება, რომ უკრაინის ლაბორატორიებში კოვიდის გადამფრენი ფრინველების მეშვეობით გავრცელების შესაძლებლობას სწავლობდნენ.

„სპეციალისტები აგრძელებენ დოკუმენტების შესწავლას უკრაინაში პენტაგონის მიერ დაფინანსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის შესახებ. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტები ღამურებზე კორონავირუსთან დაკავშირებით. მათ შეისწავლეს გადამფრენ ფრინველებთან და სხვა საშიშ კვლევებთან ერთად პათოგენების გადატანის შესაძლებლობა“,– ციტირებს რუსული გამოცემა TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს.

მანამდე რუსული მხარე იუწყებოდა, რომ უკრაინას ჰქონდა „ბირთვული პროგრამა“, რომელზეც მუშაობა 2014 წელს გააქტიურდა.

შეგახსენებთ, რომ კრემლმა უკრაინაში ომს „სპეციალური ოპერაცია“ უწოდა და მიზნად უკრაინის დენაციფიკაცია დაასახელა. რამდენიმე დღეში კი უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა სახელმწიფო გადატრიალებისკენ და მოთხოვნებიც გააჟღერა: ნეიტრალიტეტი, განიარაღება, დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება, ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის ცნობა.

როგორც დასავლური დაზვერვა აღნიშნავს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მათ შორის წარგზავნილი სამხედროებისთვის გამოყოფილ მარაგებზე, კიევის აღება სამ დღეში ჰქონდათ განზრახული, თუმცა უკვე მე–15 დღეა, რუსულმა ძალებმა კიევში ვერ შეაღწიეს და მასობრივად ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვები. 2 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა. დასტურდება რუსეთის მიერ აკრძალული იარაღის – ვაკუუმისა და კასეტური ბომბების გამოყენება.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, აქ უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლამდე, ვიდრე კრემლი უკრაინის ორი რეგიონის ოკუპაციას და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას მოახდენდა, უკრაინას ნატო–ს წევრობაზე პრეტენზია არ ჰქონდა, თუმცა ამას არ შეუშლია რუსეთისთვის ხელი, ქვეყნის დანაწევრების მცდელობა ჰქონოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S