![რუსი სამხედროები უკრაინელებს სამოქალაქო სამოსს და საკვებს სთხოვენ [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/1645607956-8791.jpg)
რუსი სამხედროები უკრაინელებს სამოქალაქო სამოსს და საკვებს სთხოვენ [ვიდეო]
10/03/2022 08:42:25 ევროპა
ოდესელმა ჟურნალისტმა სერგეი ბრაჩუკმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ სთხოვენ რუსი სამხედროები ადგილობრივებს საკვებსა და სამოქალაქო ტანსაცმელს.
როგორც განიმარტა, ვიდეო ხერსონის რაიონის სოფელ ზელენოვკაშია გადაღებული.
„რუსმა ჯარისკაცებმა გააცნობიერეს, რომ საკუთარმა ხელისუფლებამ უკრაინაში სასიკვდილოდ გაგზავნა, ამიტომ ახლა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ“,– ამბობს ჟურნალისტი.
ცნობისთვის: კიევის ინფორმაციით, ამჟამად მათ ტყვეობაში 700–მდე რუსი სამხედროა, მათ შორის არიან პულოტები.