
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატი გაიტაცეს
10/03/2022 08:14:46 ევროპა
შეიარაღებულმა რუსებმა მელიტოპოლში, სახლიდან გაიტაცეს ზაპოროჟიეს რეგიონალური საბჭოს დეპუტატი ლეილა იბრაგიმოვა,– იუწყება ყირიმელი თათრების მეჯლისის წევრიესკენდერ ბარიევი.
მისი თქმით, ინციდენტი 10 მარტს, დილის ექვსი საათისთვის მოხდა.
„რუსული სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატის, ყირიმელი თათრების წარმომადგენლის, მელიტოპოლის საქალაქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის ლეილა იბრაგიმოვას სახლში. ლეილა იბრაგიმოვა გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს“.
მისი თქმით, დეპუტატის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია ტელეფონები.