
ლავროვის უწყება აანონსებს, რომ რუსეთი ევროსაბჭოს დატოვებს
10/03/2022 08:05:18 ევროპა
რუსეთმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს იყოს ევროპის საბჭოს წევრი,– ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 მარტს განაცხადა.
უწყებამ ნატო და ევროკავშირი დაადანაშაულა, რომ ორგანიზაციები საკუთარ უმრავლესობას ბოროტად იყენებენ „ევროპის საბჭოსა და ევროპის საერთო ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზის გაგრძელებაში“.
"დაე, ისიამოვნონ ერთმანეთთან კომუნიკაციით, რუსეთის გარეშე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ თავის დროზე ევროპის საბჭოში რუსეთის მონაწილეობით სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად, ევროპის საბჭომ შეაჩერა რუსეთის წევრობა ორ ორგანოში - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE). ვენეციის კომისიის ბიუროს წევრებმა, ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის მრჩეველმა ორგანომ ასევე წამოიწყეს კომისიაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეწყვეტის პროცედურა.
14-15 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგგარეშე პლენარული სხდომა დაინიშნა, დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგები იქნება.
რუსეთი იურიდიულად ჯერ კიდევ რჩება ევროპის საბჭოს წევრად და შესაბამისი კონვენციების მხარედ.