Accentnews.ge
იტალიური ენერგეტიკული გიგანტი რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას აჩერებს

იტალიური ენერგეტიკული გიგანტი რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას აჩერებს

10/03/2022 07:53:38 ევროპა

უმსხვილესმა იტალიურმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ Eni რუსეთიდან ნავთობის ახალი შესყიდვები შეაჩერა,– იუწყება Reuters.

კომპანიამ შეაჩერა ახალი კონტრაქტების გაფორმება, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვასთან“, - ციტირებს სააგენტო კომპანიას.

კომპანიამ ასევე პირობა დადო, რომ ყურადღებით დააკვირდება გაზის შესყიდვების მოვლენებს.

მას „გაზპრომთან“„აიღე ან გადაიხადე“ პრინციპით გრძელვადიანი კონტრაქტები აქვს. კომპანია ამბობს, რომ რუსეთისათვის ენერგეტიკის კუთხით მკაცრი სანქციების დაწესების შემთხვევაში, ის სრულად განახორციელებს ევროპული და იტალიური ინსტიტუტების მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ მე–15 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დაფიქსირდა აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც.

მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა, ხოლო ბევრმა საერთაშორისო ბრენდულმა კომპანიამ ინდივიდუალურად მიიღო რუსეთთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S