Accentnews.ge
ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 17 დაშავდა [ფოტო]

ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 17 დაშავდა [ფოტო]

10/03/2022 07:35:50 ევროპა

რუსული ძალების მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 17 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტერორისტული დაბომბვის შემდეგ დაშავდა 17 ადამიანი – ქალები, ექიმები, ბავვები. სამი დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია“,– იუწყება მარიუპოლის საქალაქო საბჭო.

თავდასხმა საავადმყოფოზე წუხელ განხორციელდა.

„ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო სახლი, რით ემუქრებოდნენ რუსეთს? რა ქვეყანაა ასეთი რუსეთის ფედერაცია, რომელსაც საავადმყოფოებისა და სამშობიაროების ეშინია და ანადგურებს მათ? იქ პატარა ბანდერელები იყვნენ? თუ ორსული ქალები როსტოვის მიმართულებით სროლას აპირებდნენ? სამშობიაროში ვინმე რუსულენოვანებს აყენებდა ამცირებდა? ეს იყო საავადმყოფოს დენაციფიკაცია?“,– კითხულობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S