უკრანის საგარეო უწყებამ შეადგინა იმ კომპანიების სია, რომლებიც კვლავ რჩებიან რუსულ ბაზარზე
10/03/2022 06:28:34 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც რუსეთში დარჩენა გადაწყვიტეს.
„ყოველ პროდუქტს, რომელსაც კომპანია აწვდის, აწარმოებს ან ყიდის რუსულ ბაზარზე, წვლილი შეაქვს სამხედრო ბიუჯეტში, რომელიც ყოველთვის იყო რუსეთის მთავრობის პრიორიტეტი მიუხედავად საკუთარი მოქალაქეების ნებისმიერი ძირითადი საჭიროებებისა“,– აღნიშნავს სამინისტრო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აღნიშნულ კომპანიებს, გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებებს:
„პასუხისმგებელმა ბიზნესებმა, მთავრობებმა და მომხმარებლებმა მთელ მსოფლიოში ბოიკოტი გამოუცხადეს ასეთ კომპანიებს და მათ პროდუქტებს“.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში მათ შორის მოხვდნენ: Huawei, Bosch, Herbalife, "Ашан", Metro, Raiffeisen Bank, Pfizer.

შეგახსენებთ, რომ მე–15 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დაფიქსირდა აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც.
მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა, ხოლო ბევრმა საერთაშორისო ბრენდულმა კომპანიამ ინდივიდუალურად მიიღო რუსეთთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება.


