Accentnews.ge
„არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის”

„არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის”

10/03/2022 06:36:43 ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, „არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის”.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის და სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S