Accentnews.ge
97 ევროდეპუტატი ევროკავშირს რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

97 ევროდეპუტატი ევროკავშირს რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

09/03/2022 19:21:52 ევროპა

ევროდეპუტატების ჯგუფმა ევროკავშირს რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმისკენ მოუწოდა. მათ ერთობლივ წერილობით მიმართვას 97 ადამიანი აწერს ხელს.

მიმართვის ავტორები შეახსენებენ ევროკავშირის ლიდერებს, რომ ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში რუსული ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვის რეკომენდაციას აძლევდა.

«ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დააწესონ ემბარგო რუსეთიდან გაზისა და ნავთობის შესყიდვაზე, სანამ რუსული ჯარი უკრაინას სრულად არ დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის უმოქმედობა მხოლოდ გაახანგრძლივებს პუტინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინული ქალაქების, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის მიწასთან გასწორებასა და უკრაინელი ხალხის სოციალური დაცვის მოშლას. საწვავის გაძვირებასთან ერთად იზრდება რუსეთის შემოსავლებიც, ისევე, როგორც იმ ზარალის ოდენობა, რომლის საკუთარ მხრებზე თრევა ევროკავშირს სამომავლოდ მოუწევს. ევროპა რუსეთს გაზისა და ნავთობის ექსპორტში დაახლოებით 600 მლნ ევროს უხდის, რაც დТ-72 ტიპის დაახლოებით 400 ახალი ტანკის ან უფრო თანამედროვე - Т-80 ტიპის 200 ანალოგის ღირებულებაა! მარტო 2020 წელს - ნავთობისა და გაზის უფრო დაბალი ფასების პირობებში ევროკავშირმა რუსეთს მისი ენერგომატარებლების იმპორტში 64 მლნ ევრო გადაუხადა, რაც მთელს რუსულ სამხედრო ბიუჯეტს ფარავს" - წერენ ევროდეპუტატები.

მიმართვის ხელმომწერები მიუთითებენ საორჭოფო ვითარებაზე, რომელშიც ევროკავშირი აღმოჩნდა: ერთის მხრივ, ბლოკი უკრაინას სამხედრო დახმარებასა და შეიარაღებას აწვდის, ხოლო მეორეს მხრივ, ფაქტობრივად ანაზღაურებს რუსეთის მიერ ახალი შეიარაღების შეძენას. "დიდი ხანია, დროა, ერთი მხარე ავირჩიოთ» - წერენ ევროდეპუტატები და SWIFT-სისტემისგან მხოლოდ რამდენიმე რუსული ბანკის გათიშვასაც სწორედ ემბარგოს არარსებობას უკავშირებენ.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S