Accentnews.ge
"მოსკოვმა მიგვაგდო" - უკრაინაში მყოფ რუს სამხედროებს მომარაგების კუთხით სერიოზული პრობლემები დაეწყოთ

"მოსკოვმა მიგვაგდო" - უკრაინაში მყოფ რუს სამხედროებს მომარაგების კუთხით სერიოზული პრობლემები დაეწყოთ

09/03/2022 18:51:51 მსოფლიო

უკრაინაში მყოფ რუს სამხედროების მომარაგების კუთხით სერიოზული პრობლემები დაეწყოთ, - იუწყება უკრაინის უშიშროების სამსახური ოკუპანტების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთ ჩანაწერში რუსი სამხედრო ცოლს უჩივის: «მოსკოვმა მიგვაგდო. ჩემს ქვედანაყოფს არავინ ამარაგებს. უბრალოდ დავავიწყდით... ისიც დაავიწყდათ ალბათ, რომ აქ სულ ძალით გამოგვრეკეს... ყველაფრის ჩვენით მოპოვება გვიწევს. ჩვენებს სხვისგან მიტაცებული ქონებით ვამარაგებთ. ეს რომ არ ვქნათ, უბრალოდ გადაწვავენ ყველაფერს და ადამიანებსაც მიაყოლებენ», – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული ჯარი დემორალიზებულია და სარჩო-სანოვაგის მოსაპოვებლად ადგილობრივებს ატერორებს.

****

9 მარტის მდგომარეობით, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარმა უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლა მნიშვნელოვნად შეანელა, თუმცა უარი არ უთქვამს შემტევ ოპერაციაზე და ძირითად ძალისხმევას კიევის შემოგარენის, ქალაქების სუმის, ხარკოვის, მარიუპოლის, ნიკოლაევის დასაკავებლად, ასევე ყირიმსა და რუსეთის კონტინენტურ ნაწილს შორის დერეფნის გასაჭრელად და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან გასასვლელად მიმართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S