"მარიუპოლში სამშობიარო სახლზე თავდასხმა სიველურეა, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან"
09/03/2022 17:09:56 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ "მარიუპოლში სამშობიარო სახლზე თავდასხმა სიველურეა"
"მარიუპოლი, რუსული სამხედროების მიერ პირდაპირი თავდასხმა სამშობიარო სახლზე. ადამიანები არიან ნანგრევების ქვეშ. ბავშვები არიან ნანგრევების ქვეშ. ეს სიველურეა!", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ მოითხოვა უკრაინის თავზე ცის დაკეტვა:
"დახურეთ ცა ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას".
დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსული სამხედრო ძალების მიერ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
პავლო კირილენკოს განცხადებით, დაშავებულებს შორის არიან ფეხმძიმე ქალები.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


