Accentnews.ge
მედია – მარიუპოლში რუსეთმა სამშობიარო სახლი დაბომბა

მედია – მარიუპოლში რუსეთმა სამშობიარო სახლი დაბომბა

09/03/2022 17:03:08 მსოფლიო

მარიუპოლში რუსეთმა სამშობიარო სახლი დაბომბა, – იუწყება უკრაინული მედია ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

"ამჟამად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე ბომბი ბავშვთა საავადმყოფოზეც ჩამოაგდეს, სადაც კოლოსალური ნგრევაა. სამედიცინო დაწესებულების შენობა, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვები მკურნალობდნენ, მთლიანად დანგრეულია. დაშავებული ბავშვების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. ამას არასდროს დავივიწყებთ! ამ ნაძირლებს ამას არასდროს ვაპატიებთ!“, - ნათქვამია მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S