Accentnews.ge
"თითოეულ ელჩს მივეცით ინსტრუქცია, იმუშაოს სანქციებზე"

"თითოეულ ელჩს მივეცით ინსტრუქცია, იმუშაოს სანქციებზე"

09/03/2022 14:32:22 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ-მა მის მიერ საზღვარგარეთ წარგზავნილ ელჩებს მითითება მისცა, რომ მასპინძელ სახელმწიფოებთან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე იმუშაონ. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"თითოეულ ელჩს მივეცით ინსტრუქცია, იმუშაოს მასპინძელი ქვეყნის მთავრობასთან, რათა შეეცადონ, რომ მათი სანქციები შეესაბამებოდეს აშშ-ის, ევროკავშირისა და მოკავშირეების დაწესებულ სანქციებს, იმ მასშტაბით, რამდენადაც ეს შესაძლებელია და რამდენადაც ამ ქვეყნებს სურთ რუსეთის დაგმობა“, – განაცხადა ნულანდმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S