მოსკოვმა უკრაინის ომში გამოუცდელი რეზერვისტების გაგზავნა და ტყვეთა არსებობა აღიარა
09/03/2022 14:15:32 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "გამოვლენილია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში რეზერვისტების მონაწილეობის რამდენიმე ფაქტი".
მისივე მტკიცებით, "პრაქტიკულად ყველა მათგანი უკვე გამოყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე".
გარდა ამისა, მისი თქმით, «ერთ-ერთ ქვედანაყოფს, რომელიც ზურგის უზრუნველყოფის ამოცანებს ასრულებდა, ნაცბატალიონის დივერსიული ჯგუფი დაესხა თავს», ხოლო «რიგი სამხედროები, მათ შორის რეზერვისტები ტყვედ ჩავარდნენ».
კონაშენკოვის თქით, "მიიღება ზომები საბრძოლო მოქმედებების რაიონებში რეზერვისტების არდასაშვებად და ტყვეთა გასათავისუფლებლად".
პუტინის ბრძანებით, "იმ პირთა მონაცემები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინაში რეზერვისტების გაგზავნაზე, გენერალურ პროკურატურას გადაეცემა", - განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის: უკრაინაში ომის დაწყების დღიდან პრესაში პერიოდულად ჟონავდა ინფორმაცია რუსული მხრიდან ბრძოლებში გამოუცდელი რეზერვისტების მონაწილეობის, მათ მიერ ხშირ შემთხვევაში ბრძოლის ველის მიტოვების, ტყვედ ჩავარდნის ან სიკვდილის შესახებ. ამასთან, რუსული მხარე გვამებს ადგილზე ტოვებს და მოგვიანებით სპეციალურ მობილურ კრემატორიუმებში წვავს.


