Accentnews.ge
ეროვნულმა ბანკმა 39 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა 39 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა

09/03/2022 13:36:55 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 39 570 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უკვე აისახა ლარის კურსზე - ეს ცვლილება გამოჩნდა bloomberg-ის მონაცემებშიც. ამ სისტემის მიხედვით, ლარი დოლართან მკვეთრად უფასურდებოდა - 1 დოლარის ყიდვა 3,465 ლარად იყო შესაძლებელი.

ეროვნულმა ბანკმა დღეს, 9 მარტს, ჯამში 50 მლნ დოლარი გამოიტანა გასაყიდად.

10 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.4019 ლარი ეღირება, ევრო – 3.7360 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4806 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.3991 ლარი ღირდა, ევრო – 3.6802 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.4708 ლარი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მკვეთრად გაუფასურდა - თუკი, 24 თებერვლის დილით 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 8 მარტის დილიდან - 3,3991 ლარი გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S