
უკრაინინაში სახელმწიფო ღალატისთვის სასჯელი გამკაცრდა
09/03/2022 13:16:37 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატისთვის სასჯელი გაამკაცრა.
მის მიერ ხელმოწერილი კანონი ითვალისწინებს, კერძოდ, სამუდამო პატიმრობასა და ქონების კონფისკაციას, თუ ეს დანაშაული საომარი მდგომარეობის დროს იქნება ჩადენილი.
მანამდე სასჯელი თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთით იყო განსაზღვრული.
ამ მუხლით უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ უკვე დააკავეს რამდენიმე პირი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც.