Accentnews.ge
ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

09/03/2022 13:11:02 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.4019 ლარი ეღირება, ევრო – 3.7360 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4806 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.3991 ლარი ღირდა, ევრო – 3.6802 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.4708 ლარი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 9 მარტს ჯამში 50 მლნ დოლარი გამოიტანა გასაყიდად.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მკვეთრად გაუფასურდა - თუკი, 24 თებერვლის დილით 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 8 მარტის დილიდან - 3,3991 ლარი გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S